საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კილიან მბაპეზე ისაუბრა. მაკრონს ფეხბურთი უყვარს და როგორც ამბობენ, მბაპე მისი ფავორიტია…
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 23 წლის თავდამსხმელი არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც პიროვნებაც პროგრესულად მოაზროვნე და მისაბაძია.
მაკრონის ნათქვამი „ეკიპმა“ დაწერა: „მბაპეს მხრებზე ჭკვიანი თავი აქვს. ის სოციალურ საკითხებშიც ერკვევა, საუბრობს ვაქცინაციაზე, ძალადობის წინააღმდეგ საჭირო თემებზე. მბაპემ საზოგადოებისთვის საჭირო თვისებები გამოავლინა. ვისურვებდი, რომ ხალხი მუდამ გაახაროს თავისი ჭკვიანური თამაშით, ჯადოსნური გოლებით. დარწმუნებული ვარ, ის კიდევ ხშირად გაგვაკვირვებს“.
რამდენიმე თვის წინ დაიწერა, რომ მბაპეს პსჟ-ში დარჩენის ამბავში მაკრონის დიდი დამსახურებაა. რამდენად სიმართლეა, ვინ იცის…
ამდენი ხანია ამბობენ, რომ მბაპე „რეალში“ გადადის, მაგრამ ფაქტია, ის ისევ პარიზშია.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
