მარსელო „ტრაბზონსფორში“? თურქული კლუბი წლიურ 2,5 მილიონ ხელფასს სთავაზობს ბრაზილიელ მარცხენა მცველს, რომელიც მადრიდის „რეალში“ ბოლო თვეებს, ან ვინ იცის, ბოლო დღეებს ითვლის. ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდება, მაგრამ შესაძლოა, იანვარშივე წავიდეს…
უკვე ცნობილია, რომ „რეალი“ მარსელოს ახალ კონტრაქტს აღარ გაუფორმებს.
ბრაზილიელი 2007 წლიდან თამაშობს „სამეფო კლუბში“ და ბევრი ტიტულიც მოიგო. ჩამოთვლა, მგონი, არც ღირს.
„ტრაბზონსფორი“ თურქეთში ლიდერია და დიდი შანსია, ჩემპიონი გახდეს. რაც ჩვენთვის უფრო საინტერესოა, რამდენიმე დღის წინ გადაწყვეტილი ჩანდა ირაკლი აზაროვის გუნდში ჩარიცხვა, თუმცა ტრანსფერი დროებით შეჩერებულია – კონტრაქტის პუნქტებია შესათანხმებელი.
აზაროვიც ზუსტად იმ პოზიციისაა, როგორიც მასზე 14 წლით უფროსი მარსელო. ბრაზილიელი „რეალში“ რომ გადავიდა, აზაროვი იმ დროს სკოლაშიც კი არ დადიოდა…
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
