Covid 19-მა პრემიერლიგის „ბოქსინგ დეის“ დარტყმა მიაყენა: გადაიდო „ლივერპულისა“ და „ლიდსის“, აგრეთვე ვულვზისა და „უოტფორდის“ შეხვედრები. ლიგის თავკაცობამ დაადასტურა, რომ მატჩების ჩასატარებლად საკმარისი რაოდენობის მოთამაშე არც „ლიდსს“ ჰყავს და არც „უოტფორდს“.
პრემიერლიგაში შევიდა ორი კლუბის, „ლიდს იუნაიტედისა“ და „უოტფორდის“ განცხადება. ისინი შობის მეორე დღეს დანიშნული თამაშების გადადებას ითხოვდნენ. ამასთან დაკავშირებით საგანგებოდ შეიკრიბა ლიგის საბჭო, რომელმაც განიხილა ხსენებული საკითხი და ორივე მოთხოვნა დააკმაყოფილა.
თამაშები კვირას, გრინვიჩის დროით 12:30-ზე უნდა გამართულიყო.
პრემიერლიგა ფანებს სადღესასწაულო პროგრამის ჩაშლისთვის ბოდიშს უხდის.
„ლიდსის“ საწვრთნელი ბაზა საერთოდ დაიხურა, „უოტფორდი“ კი 28 დეკემბერს „ვესტ ჰემთან“ ითამაშებს. სავარაუდოდ, ამ კლუბის დაავადებული ფეხბურთელები მანამდე გამოჯანმრთელდებიან.
26 დეკემბერს კალენდრის შესაბამისად უნდა გაიმართოს შემდეგი მატჩები: ბარნლი-ევერტონი; მანჩესტერ სიტი-ლესტერი; ნორვიჩი-არსენალი; ტოტენჰემი-კრისტალ პალასი; ვესტ ჰემი-საუთჰემპტონი; ასტონ ვილა-ჩელსი; ბრაიტონი-ბრენტფორდი.
27 დეკემბერს ნიუკასლ იუნაიტედი მანჩესტერ იუნაიტედს მასპინძლობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/08/2026 | 09:42ტიპმიოლერმა ლანსის ისტორია დაწერა
მთავარი ამბავი17/08/2026 | 08:20პსჟ ყველა ტიტულს ვეღარ მოიგებს
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
