რამოსი ჯერ სწავლობს

Home აქეთურ-იქითური რამოსი ჯერ სწავლობს
რამოსი ჯერ სწავლობს

No description available.„დღეს ახალი დღეა, რომ ვისწავლო. ხვალ ისევ ახალი დღე იქნება, რათა უკეთესი გავხდე“, – ეს რომელიმე სკოლის მოსწავლის, ან ჭაბუკი ფეხბურთელის კი არა, სერხიო რამოსის ნაწერია სოციალურ ქსელში…

სერხიო რამოსი 35 წლისაა. და რატომ დაწერა ეს, რას მოაყოლა? გაძევებას. ესპანელი მცველი „ლორიანი“ – პსჟ-ის შეხვედრაში (1:1) გააწითლეს. ჯერ ისედაც ნოემბრის თოვლივით იშვიათადღა თამაშობს და ახლა კიდევ დისკვალიფიკაციის გამო მოუწევს მომდევნო მატჩის გამოტოვება.

საინტერესოა, რომ სერხიო რამოსი ტოპ-5 ჩემპიონატების მასშტაბით უკონკურენტოა გაძევებების მხრივ… 27-ე წითელი ბარათი მიიღო და მეორე ადგილზე „ინტერისა“ და „მილანის“ ყოფილი ნახევარმცველი, განელი სალი მუნტარია – 13 წითელი. მხოლოდ 13!

რამოსთან ახლოს არავინ არაა, მუნტარი მასთან ფრთიანი ანგელოზია…

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ