ინგლისელ ფანებს საზეიმოდ აქვთ საქმე — „ბოქსინგ დეის“ თამაშები ჩვეულებრივად ჩატარდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა რომ Covid 19-ის პანდემიის გამო ახალ რეგულაციებს არ შემოიღებს… 27 დეკემბრამდე მაინც.
ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს შობის მეორე დღეს სავსე ტრიბუნები და გულშემატკივრობა ელით.
თუმცა, ჯონსონის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ინგლისს ეხება. შოტლანდიაში სტადიონებზე 500 ადამიანზე მეტს არ შეუშვებენ.
ხოლო რა მოხდება „ბოქსინგ დეის“ მერე, უცნობია. „სანმა“ დაუნინგ სტრიტის თანამშრომლებისგან ვერაფერი შეიტყო.
პრემიერს შობამდეც შეეძლო რეჟიმის გამკაცრება, მაგრამ ყოყმანში დრო გადიოდა, საკითხმა კენჭისყრაზე დაიგვიანა და შედეგიც შესაბამისი დადგა.
„დღეს ერთადერთი რის თქმაც შემიძლია ის არის, რომ შობის შემდეგ რეგულაციების გამკაცრებას არ გამოვრიცხავ. ავადობის სტატისტიკას ვაკვირდებით. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ადამიანების ჯანმრთელობა დავიცვათ“, — თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
