ამბავი ცხელია: ლაპარაკობს ლონდონი

Home კატეგორიის გარეშე ამბავი ცხელია: ლაპარაკობს ლონდონი
ამბავი ცხელია: ლაპარაკობს ლონდონი

See the source imageბრიტანული მედია წერს, რომ ლონდონის „ვესტ ჰემი“ ყაზანის „რუბინს“ დაუკავშირდა.

ისევ, ისევ, ისევ… გვიწევს წერა, მაგრამ რა ვქნათ. საუბარია 13 მილიონიან ტრანსფერზე და შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელია დევიდ მოიესის გუნდის ფეხბურთელი გახდეს.

„ვესტ ჰემი“, „ევერტონი“ და „საუთჰემტონი“ რომ დაინტერესებულნი არიან, ეს სამიოდე დღის წინ გახდა ცნობილი. „ჩაქუჩებს“ გარემარბი სჭირდებათ, რათა მანუელ ლანსინი და საიდ ბენრაჰმა კონკურენციაში იყვენენ. ამ ორიდან ერთი თამაშობს ხოლმე, თუმცა ზოგადად, მარცხენა გარემარბის პოზიცია ერთ-ერთი პრობლემურია ლონდონურ გუნდში.

„ვესტ ჰემი“ მშვენიერ სეზონს ატარებს და მეხუთე ადგილზეა.

და კვარა? ამ სეზონმაც აჩვენა, რომ სხვა სიბრტყეზე გასვლა სჭირდება. ეს იოლი არაა, რადგან „რუბინი“ იაფად არ შეელევა ქართელ გარემარბს და ზოგადად, ქართველებს რუსეთიდან უჭირთ ხოლმე სხვაგან წასვლა.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ