მეშვიდე ოქროს ბურთის ჩაბარებისას, ლეო მესიმ რობერტ ლევანდოვსკის გახედა და საჯაროდ უთხრა, რომ შარშან დანამდვილებით მას ერგებოდა ეს ჯილდო… ძნელად დასაჯერებელია, რომ პოლონელს მესის ეს სიტყვები გულზე მალამოდ მოსცხებოდა.
მესის ახალი არაფერი უთქვამს – არავინ დაობს რომ შარშან „ოქროს ბურთი“ სწორედ ლევანდოვსკის ერგებოდა.
ჰოდა, როგორც ჩანს, საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ მოექცა „ფრანს ფუტბოლის“ მთავარი რედაქტორი პასკალ ფერე, ვინც 29 ნოემბრის დაჯილდოების შემდეგ ასეთი რამ თქვა:
„მესის სიტყვები მშვენიერთან ერთად ჭკვიანურიც არის. ოქროს ბურთის ისტორიაც პატივი უნდა ვცეთ, რომელიც არჩევითობაზეა დამოკიდებული. 2020 წლის დაჯილდოვებაზე აუცილებლად ვიფიქრებთ. ლევანდოვსკიმ მოიგო თუ არა, ეს არ ვიცით, ხმა არავის მიუცია, თუმც მოგების დიდი შანსი რომ ჰქონდა, საკამათო არაფერია“…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
