„დინამომ“ „ბათუმს“ ვერც ამჯერად მოუგო, ფრეს დასჯერდა და ზღვისპირელებს, ფაქტობრივად, ჩემპიონობა გაუფორმა. ცხადია, ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ დარჩენილ ექვს ტურში 7-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა დედაქალაქელთათვის, ალბათ, შეუძლებელი იქნება.
თამაშის მხრივ თბილისელები ოდნავ უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა ბათუმელთა შედარებითი პასიურობა იქნებ ტაქტიკური სვლა უფრო იყო, თორემ როგორ შეუძლიათ მათ შეტევა და მეტოქისთვის თავბრუსდახევევა კარგად ვიცით.
ფრეზე არც ერთ გუნდს უთამაშიაო, თქვა შემდეგ ბათუმელთა თავკაცმა, გია გეგუჩაძემ. და მათალიც იყო, ცდა და მონდომება არც ერთს დაუკლია.
საინტერესოა, რომ შეხვედრას მოწვეული თურქ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა ჰუსეინ გოჩეკის მეთაურობით.
მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა შეხვედრა საგურამოში, სადაც „დილამ“ „ლოკომოტივს“ დიდი ანგარიშით 4:0 მოუგო. მესამე ადგილისთვის მებრძოლი გუნდების ჯახი გახლდათ და ამ მარცხით „რკინიგზელებმა“ ბრინჯაოს მოპოვების შანსი პრაქტიკულად დაკარგეს. აღსანიშნავია, რომ გია ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ძალიან უფერულად ითამაშეს. ასეთი რამ მათ იშვითად სჩვევიათ.
„თელავმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად „სამგურალთან“ – 1:0. ერთადერთი გოლი ირაკლი რუხაძემ გაიტანა პირველი ტაიმის ბოლოს. შეხვედრის ბოლოს კი მინდორზე სიტუაცია დაიძაბა, რასაც ჯერ თელაველთა მეკარე ლუკა სანიკიძის, შემდეგ კი წყალტუბოელი პაპუნა ფონიავას გაძევება მოჰყვა.
ბათუმი 1:1 დინამო
0:1 ბარნსი (18), ჯიღაური (38)
სამტრედია 1:1 შუქურა
1:0 პრელჩეცი (23), 1:1 მუსელიანი (33)
71-ე წუთზე სარდალიშვილმა ვერ გატანა პენალტი
სამგურალი 0:1 თელავი
0:1 რუხაძე (45+5)
გაძევება: სანიკიძე (89) – თელავი; ფონიავა (90+7) – სამგურალი
ტორპედო 1:1 საბურთალო
1:0 ახვლედიანი (50), 1:1 ცნობილაძე (70)
ლოკომოტივი 0:4 დილა
0:1 ბიძინაშვილი (11), 0:2 სანტოსი (13), 0:3 კაპანაძე (54), 0:4 ღუდუშაური (70)
[table id=33 /]
მეგოლეები: ზორან მარუშიჩი (დინამო), გიორგი ფანცულაია (ბათუმი) – 13, ჯაბა ჯიღაური (ბათუმი) – 12, სერგო კუხიანიძე (სამგურალი) – 11, ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 10
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
