ლა ლიგის უძვირესნი

Home კატეგორიის გარეშე ლა ლიგის უძვირესნი
ლა ლიგის უძვირესნი
მიკელ ოიარსაბალი

იმ ქვეყნებში, სადაც დაძაბული ეროვნული ჩემპიონატები აქვთ, სანაკრებო კვირა ამოსუნთქვის საშუალებას იძლევა, მაგრამ გაზეთებში შესავსებ ადგილებსაც აჩენს. AS-მა ეს პრობლემა ლა ლიგის ათი უძვირესი ფეხბურთელის ჩამოწერით მოაგვარა. ესპანურმა გაზეთმა „ტრანსფერმარკეტის“ ახალი სიით იხელმძღვანელა. სია ასეთია:

  1. ჟიულ კუნდე (სევილია, 60 მილიონი €); 9. ანსუ ფატი (ბარსელონა, 60 მილიონი €); 8. ფედე ვალვერდე (რეალი, 65 მილიონი €); 7. კაზემირო (რეალი, 70 მილიონი €); 6. იან ობლაკი (ატლეტიკო, 70 მილიონი €); 5. მიკელ ოიარსაბალი (რეალ სოსიედადი, 70 მილიონი €); 4. ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო, 70 მილიონი €); 3. მარკოს ლორენტე (ატლეტიკო, 80 მილიონი €); 2. პედრი (ბარსელონა, 80 მილიონი €); 1. ფრენკი დე იონგი (ბარსელონა, 90 მილიონი €).

ამ სიაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ თუ მას ერთი წლის წინანდელს შევადარებთ, განსხვავება თვალში მოგვხვდება.

ასე მაგალითად, პედრი შარშან ამ დროს არავინ იყო, მარკოს ლორენტემ არნახული პროგრესი განიცადა, მიკელ ოიარსაბალმა კი უძლიერესთა შორის დაიმკვიდრა ადგილი.

რაც შეეხება ჟიულ კუნდეს, მისი ყიდვა „ჩელსის“ უნდოდა და სთავაზობდა კიდეც „სევილიას“ აღნიშნულ 60 მილიონს, მაგრამ თეთრ-წითლებმა ლონდონელები უარით გაისტუმრეს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.