ფრანგული პსჟ-ის არგენტინელმა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფავორიტებზე და საკუთარი გუნდის როლზე ისაუბრა:
„ჩვენი გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება ოცნება უნდა იყოს და არა ვალდებულება. ფეხბურთელი ვალდებულებათა წნეხის ქვეშ ვერ ითამაშებს. მას სურვილი და გამარჯვებაზე ოცნება უნდა ამოძრავებდეს.
მიმდინარე გათამაშების ფავორიტი ისევ „ჩელსია“, ჩვენ კი მხოლოდ კონკურენტები ვართ. „ჩელსიმ“ ზაფხულში ტრანსფერებზე დიდი ფული დახარჯა. ალბათ, იმაზე მეტიც კი, ვიდრე ჩვენ. ვნახოთ, „პარი სენ ჟერმენი“ საკუთარ ოცნებაზე უარის თქმას არ აპირებს“, – თქვა მაურისიო პოჩეტინომ.