„ვალენსიასა“ და „ბილბაოს“ შეხვედრის (1:1) შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, „ღამურების“ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ჟურნალისტებმა მეკარის შეცვლაზე, კერძოდ 20 წლის გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად კარში 32 წლის ჰოლანდიელის ჯასპერ სილესენის დაყენებაზე ჰკითხეს. ბორდალასმა ასე უპასუხა:
„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მეკარის შესაცვლელად სწორედ ახლა იყო შესაფერისი მომენტი. გიორგიმ თავისი საქმე ძალიან კარგად გააკეთა. მან მოლოდინს გადააჭარბა, მოთხოვნა და პასუხისმგებლობა კი ბოლო შეხვედრებში, რიგ მომენტებში მისთვის მეტისმეტად დიდი იყო. ის არის ძალიან ახალგაზრდა მეკარე ბრწყინვალე მომავლით. ამიტომაც მივიჩნიეთ, რომ ორი მარცხის შემდეგ ჯობდა უფრო გამოცდილ გოლკიპერს, კერძოდ ჯასპერს დავყრდნობოდით და მანაც ბრწყინვალედ ითამაშა.
ასეთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ სპორტული მოსაზრებით კი არ ვიღებთ, არამედ მოთამაშის მენტალური მდგომარეობის გათვალისწინებითაც“.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
მთავარი ამბავი02/08/2026 | 09:19ალეგრი: რა მშვენიერი სიტყვაა ჩემპიონთა ლიგა
