ლორის კარიუსი ნამდვილად არაა ურიგო მეკარე, მაგრამ „ლივერპულში“ ფეხი ვერაფრით მოიკიდა.
შედეგად, 2018-2020 წლები იჯარით თურქულ „ბეშიქთაშში“ გაატარა, გასულ სეზონში კი ასევე იჯარით ბერლინის „უნიონის“ ღირსებას იცავდა.
საქმე იქაც ვერ აეწყო და სულ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კარიუსს მაშველ რგოლად შვეიცარიული „ბაზელი“ მოევლინა.
ეს კლუბი ზაფხულშიც ცდილობდა 28 წლის გერმანელის გამოსყიდვას და ჩანაფიქრზე ხელი არ აუღია.
სავარაუდოდ, ტრანსფერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შედგება, თუ არადა, 2022 წლის 30 ივნისს კარიუსი თავისუფალი აგენტი გახდება.