აბრამოვიჩს ულტიმატუმები არ უყვარს

Home კატეგორიის გარეშე აბრამოვიჩს ულტიმატუმები არ უყვარს
აბრამოვიჩს ულტიმატუმები არ უყვარს

Antonio Rudiger: Chelsea defender denies speaking to board about Frank Lampard sacking | Football News | Sky Sportsსუპერვარსკვლავების ხელფასები თანდათან გასცდა არამხოლოდ პანდემიური ეკონომიკური კრიზისის, არამედ ლოგიკის ჩარჩოებსაც. ამის შემხედვარე, მეტ-ნაკლებად მდიდარი კლუბების ყველა მოთამაშეს გაუჩნდა ამბიცია და სახელფასო ულტიმატუმების წამოყენება დაიწყეს.

ამჯერად საქმე „ჩელსის“ მცველ ანტონიო რუდიგერს ეხება. კი ბატონო, გუნდის დაცვის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია, მაგრამ წლიურ 7,2 მილიონ ევროსაც არ უხდიან ყოველ მეორეს ხელფასად.

გერმანელმა, რომლის კონტრაქტიც 2022 წლის ზაფხულში იწურება, ერთბაშად 4 მილიონის დამატება მოითხოვა – თუ 11,2 მილიონს არ გადამიხდით, სხვა ვარიანტების განხილვას დავიწყებო.

Eurosport-ის ინფორმაციით, თომას ტუხელს კი სურს რუდიგერის გუნდში დატოვება, მაგრამ რომან აბრამოვიჩი სულაც არ არის აღფრთოვანებული მისი მოთხოვნით. „ჩელსის“ განკარგულებაში რამდენიმე თვეა, იანვარში კი რუდიგერი სხვა კლუბთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმების უფლებას მიიღებს.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".