როგორც ჩანს, ფეხბურთში ძალიან დიდი ფულიც კი ზოგჯერ უძლურია.
დორტმუნდელმა ერლინგ ჰოლანდმა უარი შეუთვალა პსჟ-ს. ფრანგებს ეიმედებოდათ, რომ 200 მილიონ ევროდ დაიმატებდნენ ნორვეგიელს, რომელიც მბაპეს ჩაანაცვლებდა.
პარიზელებმა ნიადაგის მოსინჯვა ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას სთხოვეს, მაგრამ 21 წლის ფორვარდის პასუხი ცალსახა იყო – მას 2022 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს. სწორედ მომავალი წლიდან შევა ძალაში ჰოლანდის კონტრაქტის პუნქტი, რომლის მიხედვითაც მისი გამოსყიდვა 75 მილიონად იქნება შესაძლებელი.
ეს თანხა მაქსიმუმ 90 მილიონამდე გაიზრდება, თუკი „დორტმუნდი“ სეზონს ტიტულით დაასრულებს.
ფლორენტინო პერესს ეს თანხა ნამდვილად ვერ დააფრთხობს.
რას იზამს პსჟ?
შეიხები კადრების ნაკლებობას არ განიცდიან, მაგრამ სათადარიგო ვარიანტად „ევრტონიდან“ რიშარლისონის დამატებას მაინც ეცდებიან. პრობლემას ლივერპულელთა მწვრთნელი რაფა ბენიტესი ქმნის, რომელსაც ბრაზილიელის გაშვება არაფრისდიდებით არ უნდა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
