შოტლანდიის რაგბის კავშირის განცხადებით, შესაძლოა, მათი ნაკრები 17 ივლისს საქართველოს ვერ ეწვიოს. მიზეზი? ცხადია, კორონავირუსი.
სქოთების გუნდში კოვიდ 19-ის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა და მთელი გუნდი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის გამო ერთი თამაში, ინგლისის A ნაკრებთან, უკვე გაუქმდა.
ახლა შოტლანდიელები დაცდას ამჯობინებენ და სხვა მორაგბეთა ტესტის პასუხებს ელოდებიან. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ზუსტად იტყვიან, ითამაშებენ თუ არა რუმინეთთან (10 ივლისი) და საქართველოსთან.
შეგახსენებთ, რომ თავის მხრივ საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკაში იმყოფება და იქაურ ნაკრებთან ორ ტესტს-მატჩს (2 და 9 ივლისს) გამართავს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
