Breaking News

ბათუმი ისევ თავშია

კახა ცხადაძე „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად დამარცხდა. ეს ცხადაძის მეოთხე მატჩი გახლდათ ამ პოსტზე, საიდანაც დინამოელებმა ორი მოიგეს, ერთი ფრედ დაამთავერეს და ერთი წააგეს.

გამარჯვების შემთხვევაში „დინამო“ ერთპიროვნული ლიდერი გახდებოდა, რადგან წინა დღეს „ბათუმმა“ ქუთაისში, „ტორპედოსთან“ წაიფორხილა. მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა.

შეიძლება შედეგზე სტუმართა სწრაფმა გოლებმაც იმოქმედა, „სამგურალი“ მე-17 წუთზე უკვე  2:0 იგებდა… საერთოდ, ჩანს, დებიუტანტი წყალტუბოური კლუბი, თბილისელთათვის უხერხულ მეტოქედ ყალიბდება. წლეულს სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორჯერ „სამგურალმა“ იმარჯვა და ერთი მატჩიც ფრედ დასრულდა.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, მდგომარე და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებათანაც, ამჯერად იმერლები 67-ე წუთიდან კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა ამ დროისთვის ნიგერიელ მცველ ლუქმან გილმორს ორი ყვითელი უჩვენა.

ამისდაკვალად, ერთპიროვნულად „ბათუმი“ გალიდერდა. ისევ გაიტანა მათმა ლიდერმა, გიორგი ფანცულაიამ. ახლა მას ჯამში 9 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავასაც სათავეში  ჩაუდგა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ მისი უშუალო კონკურენტი, დინამოელი ზორან მარუშიჩი, მინდორზე მხოლოდ მეორე ტაიმში შეუშვეს.

„ტორპედოში“ კი კახა ჩხეტიანის რე-დებიუტი ვიხილეთ.

„დილამ“ ნავსი გატეხა, სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და კრიზისში მყოფ „შუქურას“ მინიმალური ანგარიშით მოუგო.

შეიძლება იყოს 6 ადამიანი და people playing sports-(ი)ს გამოსახულებასამაგიეროდ მიჯრით მეორედ იმარჯვა „თელავმა.“

„ლოკომოტივი“ კი აგრძელებს ტრიუმფალურ სვლას. ამჯერად მათ სტუმრად უშუალო კონკურენტი, „საბურთალო“ დაამარცხეს და ისევ მესამე ადგილზე აინაცვლეს. ეს „რკინიგზელთა“ მეექვსე მოგებაა ბოლო შვიდ მატჩში.

ტორპედო- ბათუმი 2:2

0:1 ფანცულაია (2), 0:2 გრიგალაშვილი (34 საკ. კარში), 1:2 მამასახლისი (64 პენ), 2:2 ზიდანი (67)

დილა – შუქურა 1:0

1:0 კაპანაძე (54)

თელავი – სამტრედია 2:1

1:0 ბაშელეიშვილი (56), 1:1 ილურიძე (58), 2:1 ციცქიშვილი (90+4)

დინამო – სამგურალი 1:2

0:1 ლექვთაძე (1), 0:2 ფონიავა (17), 1:2 გაბედავა (60 პენ)

გაძევება: გილმორი (67) – სამგურალი

საბურთალო – ლოკომოტივი 1:2

0:1 სიხარულიძე (45+1), 1:1 გოჩოლეიშვილი (46), 1:2 მჭედლიშვილი (88)

[table id=33 /]

მეგოლეები: გიორგი ფანცულაია (ბათუმი) – 9, გიორგი გაბედავა, ზორან მარუშიჩი (ორივე -დინამო) – 8, დმიტრი მანდრიჩენკო (საბურთალო) – 7, ჯაბა ჯიღაური (ბათუმი), იური ტაბატაძე (საბურთალო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 6

სოლომონ გულისაშვილი

სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.