გატუზოს სამი კვირა

Home კატეგორიის გარეშე გატუზოს სამი კვირა
გატუზოს სამი კვირა

Media: Gennaro Gattuso odejdzie z Napoli. Jest po słowie z nowym klubemჯენარო გატუზომ, რომელიც „ფიორენტინას“ მთავარ მწვრთნელად 25 მაისს დაინიშნა, კლუბთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციით, გატუზოს, კლუბის მფლობელ როკო კომისოს და სპორტულ დირექტორ ჯანკარლო ანტონიონის შორის საკადრო საკითხებზე მოხდა უთანხმოება.

კერძოდ: რინოს ნიკოლას გონსალვეშის და სერჟიუ ოლივეირას შეძენა სურდა. ამ ფეხბურთელთა აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელიც გატუზოს ინტერესებსაც წარმოადგენს. ეჭვიც იმან გააჩინა, რომ ამ მოთხოვნის მიღმა მენდეშის ფინანსური ინტერესები იდგა.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".