იოაჰიმ ლიოვის გერმანია ბოლო საკონტროლო შეხვედრაში ევროპას შემაძრწუნებელი ძალის გუნდად წარმოუდგა. ბუნდესმანშაფტმა ლატვიას 7:1 მოუგო.
ლიოვმა 3-4-3 განლაგება აირჩია. მარცხენა ფრთა რობინ გოსენსს ჩააბარა, მარჯვენა — ჯოშუა კიმიხს. ნახევარდაცვის შუაში ტონი კროოსი და ილქაი გუინდოგანი ტრიალებდნენ.
გერმანიის ნაკრები ბურთს ლაზათიანად აგორებდა, ლატვია კი დაცვაში იდგა და პერიმეტრის გამაგრებას ცდილობდა.
ბალტიისპირელთა წინააღმდეგობამ მე-19 წუთამდე გასტანა. მეცხრამეტეზე ანგარიში გოსენსმა გახსნა, 21-ზე გუინდოგანმა მეორე შეაგდო, რასაც თომას მიულერისა და სერჟ გნაბრის გოლებიც მოჰყვა, რომელთა შორის რობერტს ოზოლსმა თავის კარში გაიტანა. გერმანია შესვენებაზე ხუთგოლიანი უპირატესობით გავიდა.
შესვენების შემდეგ, ტიმო ვერნერმა და ლეროი სანემაც გამოიჩინეს თავი, ლატვიელთაგან კი 75-ე წუთზე ალექსეის საველიევსმა შეაგდო.
ევრო 2020-ზე გერმანიის ნაკრები F ჯგუფშია, სადაც მის გარდა არიან საფრანგეთი, უნგრეთი და პორტუგალია.
გერმანელებს პირველი თამაში 16 ივნისს, შეჯიბრების ფავორიტად აღიარებულ საფრანგეთთან უწევთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/08/2026 | 09:42ტიპმიოლერმა ლანსის ისტორია დაწერა
მთავარი ამბავი17/08/2026 | 08:20პსჟ ყველა ტიტულს ვეღარ მოიგებს
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
