2020-21 წლების ესპანეთის ჩემპიონის, მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებს.

ესპანური მედიის ცნობით, ახალი ხელშეკრულება ესპანურ კლუბსა და არგენტინელ სპეციალისტს შორის 2024 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. შეთანხმება უკვე მიღწეულია, დარჩა მხოლოდ ფორმალური საკითხები. შეგახსენებთ, რომ სიმეონეს მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს.

Simeone reaches milestone with 500th game in charge of Atletico Madrid |  Goal.comარგენტინელი „ატლეტიკოს“ 2011 წლიდან წვრთნის და მეორედ დაარღვია „რეალი“-„ბარსელონას“ ჰეგემონია. პირველად ეს 2013-14 წლების სეზონში მოახერხა.

სიმეონეს „ატლეტიკოს“ გარდა არგენტინულ კლუბებში – „რასინგი“, „ესტუდიანტესი“, „რივერ პლეიტი“ და „სან ლორენცო“ უმუშავია. იყო იტალიური „კატანიას“ თავკაციც.