
საინტერესო ფაქტი დააფიქსირა „რომას“ თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ. ბოსნიელმა ფეხბურთელმა „მანჩესტერს“ „ოლდ ტრაფორდზე“ სამ ათწლეულში, სამ სხვადასხვა ტურნირზე, სამი სხვადასხვა ქვეყნის, სამი გუნდის მაისურით გაუტანა გოლი. ჯეკომ 2006 წელს „ვოლფსბურგში“ თამაშისას მანჩესტერელებს ჩემპიონთა ლიგის მატჩისას გაუტანა, შემდეგ უკვე „მანჩესტერ სიტიში“ ბურთაობისას 2011 წელს მოახერხა იგივე და აგერ, ახლა ევროპის ლიგის მატჩისას „რომას“ მაისურით.
აღსანიშნავია, რომ „ვოლფსბურგის“ შემადგენლობაში გატანილი გოლი ბოსნიელი ფეხბურთელისთვის ჩემპიონთა ლიგაში სულაც პირველი იყო.

ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
