მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, უარი თქვან ბონუსებზე, თუ ჩემპიონთა ლიგაში ან ლა ლიგაში გაიმარჯვებენ. ამ ფორმით ისინი დაეხმარებიან კლუბს პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის დაძლევაში.

თუ „რეალი“ ლიგასაც მოიგებს და ჩემპიონობასაც, ფეხბურთელები ორიდან მხოლოდ ერთ ბონუსს მიიღებენ. მხოლოდ ამ ნაბიჯით კლუბის სალაროს 30 მილიონი ევრო დაეზოგება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა. გუნდმა შარშან უკვე თქვა უარი საჩემპიონო ბონუსებზე.

Real Madrid crowned La Liga champion for first time since 2017 with victory  over Villarreal - CNN