„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის აგენტმა, მარკ კოსიცკემ განაცხადა, რომ გერმანელი სპეციალისტი კონტრაქტის ამოწურვამდე მერსისაიდული კლუბის დატოვებს არ აპირებს.
„როდესაც კლოპი ამბობს, რომ „ლივერპულიდან“ კონტრაქტის ამოწურვამდე არ წავა, ის სიტყვას შეასრულებს. ამასთან, იურგენს გუნდში მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია და კიდევ სამი წელი დარჩა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ ამ საკითხზე სპეკულაცია გამორიცხულია. კლოპი ზუსტად შეასრულებს კონტრაქტის პირობებს“, – ამბობს კოსიცკე.
შეგახსენებთ, რომ კლოპი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოიაზრება, რომელსაც იოაჰიმ ლიოვი წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატის მერე დატოვებს. ამ ხმებს თავად კლოპიც უარყოფს.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
