წარსულში მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარე იენს ლემანმა ისეთი განცხადება გააკეთა, თუ ბევრს არ გადაიმტერებს, კამათის იშტაზე მაინც მოიყვანს.
„შედარებაზე საუბარიც არ შეიძლება იყოს. მანუელი, სულ მცირე, ორი თავით აღემატება ჯიჯის. გერმანული ბუნდესლიგა, ინგლისური პრემიერლიგა და ესპანური პრიმერა ცალსახად აღემატებიან იტალიურ სერია A-ს. უკვე ისიც კი სადავოა, ჰყავს თუ არა იტალიურ ფეხბურთს საუკეთესო მცველები და მეკარეები, როგორც ეს ტრადიციულად იყო,“ – თქვა იენს ლემანმა.
დღეს ვეტრანი ფეხბურთელი ექსპერტის პოზიციიდან მსჯელობს. რაც შეეხება იტალიურ ფეხბურთს, საკმაოდ მწირი გამოცდილება აქვს: 1998-1999 წლებში „მილანში“ თამაშობდა, სულ 6-ჯერ გავიდა მოედანზე და სეზონის დასრულების შემდეგ „დორტმუნდში“ გადაბარგდა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
