დინამო ბრეშასთანაც დამარცხდა

Home კატეგორიის გარეშე დინამო ბრეშასთანაც დამარცხდა
დინამო ბრეშასთანაც დამარცხდა

წყალბურთი: დინამოს ისტორიული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზებუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის წინასწარ ეტაპზე თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა ამჯერად იტალიურ „ბრეშასთან“ წააგო – 6:14.

წყვილის ფავორიტი „ბრეშა“ იყო და წინა მატჩების ფონზე, არც არაფრის მოლოდინი გვქონდა. ასე მოხდა – იტალიელები მეორე მეოთხედის დასაწყისშივე 5:1 დაწინაურდნენ. აქ თითქოს გაიბრძოლა დინამომ და სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა. თუმცა, სულ ეს იყო – იტალიური გუნდი სიტუაციას აკონტროლებდა, საკუთარ თამაშს ახვევდა ქართველებს და ლოგიკურ გამარჯვებამდეც მივიდა.

ერთადერთი პოზიტივი ალბათ ის იყო, რომ ჩვენები შეტევაში ოდნავ უკეთესად თამაშობდნენ და შებოჭილები არ იყვნენ.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.