„გოლდენ სტეიტის“ ვარსკვლავის, კლეი ტომპსონის მამამ, მაიკლ ტომპსონმა, სამი კალათბურთელი დაასახელა, რომელთა შეჩერებაც შეუძლებელია. გეტყვით იმასაც, რომ უფროსი ტომპსონი NBA-ს ორგზის ჩემპიონია.
გასაკვირი კი ის არის, რომ სიაში ვერ მოხვდა თვით მაიკლ ჯორდანი.
„NBA-ს ისტორიაში შეუჩერებელ კალათბურთელთა შორის მესამე ადგილზე ლებრონ ჯეიმსს დავაყენებდი. პირველი და მეორე ადგილი? ეს უფრო მარტივია. ჩემთვის პირველი ქარიმ აბდულ-ჯაბარია, თავისი განუმეორებელი ნახევარკაუჭის სროლით. მეორე კი შაკილ ონილი და მისი „სლემ დანქები“, – დაწერა ტომპსონმა სოციალურ ქსელში.
გეტყვით იმასაც, NBA-ს ისტორიაში სულ სამი კალათბურთელია, რომელიც 30.000 ქულას ასცდა. აქედან ორი, უფროსმა ტომპსონმა შეუჩერებელთა შორის დააყენა. ჯაბარს კარიერაში 38.387 ქულა აქვს მოპოვებული, ხოლო ჯეიმსი ცოტა ხნის წინ ასცდა ამ ნიშნულს. მათ შორის კარლ მელოუნი (36.928) დგას, რომელიც ტომპსონს არ დაუსახელებია.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
