საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა ლევან მაისაშვილმა ის 32 მორაგბე შეარჩია, რომელთაც „რაგბი ევროპის“ 2021 წლის ჩემპიონატის მარტის მატჩებში დაეყრდნობა.
გაფართოებულ რაზმში ოთხი პოტენციური დებიუტანტია და მათგან ორი ბურჯია: გია ხარაიშვილი „რასინგ-92“-დან და ბოლნისის „ყოჩების“ პირველხაზელი ნიკა აბულაძე. ასევე ახალბედები არიან „ბრივის“ ფლაბკერი ირაკლი ცხადაძეს და „აიას“ მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი, ვინც გაფართოებულ რაზმში თებერვლის დასაწყისშიც იყვნენ, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ.
საქართველოს ნაკრები ლისაბონში ორშაბათ გამთენიას გაემგზავრება.
ბორჯღალოსანთა გაფართოებული რაზმი მარტის მატჩებისთვის
შერკინება გურამ გოგიჩაშვილი, გია ხარაიშვილი (ორივე – „რასინგ-92“), ბექა გიგაშვილი („ტულონი“), გიორგი მელიქიძე („სტად ფრანსე“), ნიკა აბულაძე („ყოჩები“), შალვა მამუკაშვილი (უკლუბო), ჯაბა ბრეგვაძე (უკლუბო), გიორგი ჭყოიძე („ლოკომოტივ-პენზა“), ნოდარ ჭეიშვილი („აია“), ლაშა ჯაიანი („უოსპსი“), გიორგი ჯავახია („ორიაკი“), დავით გიგაური („ტარბი“), გიორგი თხილაიშვილი („ბათუმი“), ბექა საღინაძე („ორიაკი“), ირაკლი ცხადაძე („ბრივი“), მიხეილ გაჩეჩილაძე („ენისეი-სტმ“), თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“).
ღერძი ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“), გელა აფრასიძე („მონპელიე“), მიხეილ ალანია („ორიაკი“), თედო აბჟანდაძე („ბრივი“), გიორგი ბაბუნაშვილი („აია“), ლაშა ხმალაძე („ბათუმი“).
უკანა ხაზი მერაბ შარიქაძე (უკლუბო), აკაკი ტაბუცაძე, დემე თაფლაძე (ორივე – „ლელო-სარასენსი“), მირიან მოდებაძე („აია“), გიორგი კვესელაძე („გლოსტერი“), სანდრო თოდუა („ბათუმი“), სანდრო სვანიძე („არმაზი), სოსო მათიაშვილი („აკადემია“), დავით ნინიაშვილი („ხვამლი“).
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 15:50სამხრეთაფრიკული ჰეგემონია
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 00:31ბორჯღალოსნებმა ჩილეც წააქციეს
სიახლეები18/07/2026 | 20:56იმედგაცრუება
აქეთურ-იქითური17/07/2026 | 21:27ბოლო აკორდი – კუნძულელებთან
