ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ჩერნოგორიასთან გამართა და 9:11 დამარცხდა.
ეს იყო ჯგუფური ეტაპის ყველაზე რთული მატჩი – ჩერნოგორია საკმაოდ ძლიერი გუნდია და ეტყობოდა კიდეც, როგორ უჭირდა დეიან სტანოიევიჩის შეგირდებს თამაშის მიმდინარეობისას. განსაკუთრებით შეტევით ფაზაში, რადგან ჩერნოგორიელები სწორი ტაქტიკით ახერხებდნენ ჩვენების მცდელობის ჩახშობას.
პირველი მეოთხედი ფრედ, 3:3 დასრულდა, მაგრამ იყო მომენტი, როდესაც ორი ბურთით ვაგებდით. დიდ შესვენებამდე მეტოქემ დაცვა კიდევ უფრო გააძლიერა და ტაიმი 6:4 მოიგეს.
შესვენების შემდეგი მეოთხედიც თანაბარი გამოდგა – გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და დასკვნით პერიოდს ჩვენები ორბურთიანი ჩამორჩენით შეხვდნენ – 5:7.
მერე უკვე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ჩვენებს დაღლაც დაეტყო, ხუთი ბურთით ჩამორჩნენ და მატჩის ბედიც გადაწდა. ბოლოს ჩერნოგორიაც მოეშვა და სხვაობა მხოლოდ შემცირდა – სხვა შანსი არ გვქონია.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, ფლეი ოფში მეტოქე კი, მოგვიანებით გაირკვევა…