არც შენი, არც ჩემი

Home აქეთურ-იქითური არც შენი, არც ჩემი
არც შენი, არც ჩემი

Image result for jule kundeესპანური „სევილიას“ ფრანგი მცველი ჟიულ კუნდე ერთობ ნიჭიერი ყმაწვილია და ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრია.

22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჯამში 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გარდა 4 ყვითელი ბარათით გამოირჩა.

მისი გადაბირების მსურველთა შორის „რეალი“ და „ბარსელონაც“ არიან, მაგრამ შესაძლოა, კუნდე სულაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღმოჩნდეს.

ფრანგს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აქვს და მასში გამოსასყიდ თანხად 90 მილიონი ევროა მითითებული. არადა, სხვადასხვა სააგენტოები მის რეალურ სატრანსფერო ფასად 50 მილიონს მიიჩნევენ.

ავანსცენაზე გამოსული „მანჩესტერის“ ბოსებმა ვაჭრობის კლასიკურ სქემას მიმართეს და ესპანურ კლუბს პრინციპით, არც შენი, არც ჩემი – ხსენებული ორი თანხის საშუალო არითმეტიკული – 70 მილიონი ევრო შესთავაზეს.

ახლა ჯერი ესპანურ გრანდებზეა – გადაფარავენ თუ არა კუნძულელთა შეთავაზებას. კუნდე მართლაც კარგი მცველია, მაგრამ 70 მილიონიც არ ყრია ქუჩაში, რომ „სევილიამ“ ცდუნებას გაუძლოს.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".