„დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი უეინ რუნი ინგლისურ და ზოგადად ფეხბურთში იმხელა წონის ფიგურაა, მის ყველა სიტყვას სერიოზული მნიშვნელობა აქვს.
ამჯერად რუნიმ VAR სისტემის ავკარგიანობაზე ისაუბრა და როგორც ყოველთვის, მაქსიმალურად გულახდილი იყო.
„მსუბუქად რომ ვთქვათ, ამ სისტემის მიერ გამოტანილი ზოგი გადაწყვეტილება არადამაჯერებელია. ვერ ხვდები, როგორ მივიდნენ მსაჯები ამა თუ იმ გადამწყვეტილებამდე. ვფიქრობ, VAR-ის გარეშე ფეხბურთი უკეთესი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ნამატჩევს უკმაყოფილების შეგრძნება გაქვს, მეტად უნდა ვენდოთ მოედნის მსაჯებს. უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება და პატივი ვცეთ მათ გადაწყვეტილებებს. VAR-ი ემოციებს შლის. პირადად გამიტანია რამდენიმე გოლი, როცა თავი თამაშგარეში მგონებია. გავაპარებდი თვალს თანამსაჯისკენ და თუ ალამი დაშვებული ჰქონდა, ვაგრძელებდი გოლის აღნიშვნას. ახლა ფეხბურთელები 2 წუთი ელოდებიან გადაწყვეტილებას. ემოცია ქრება. იკარგება კავშირი ქომგებთან. არადა, გოლის ერთად და ემოციურად აღნიშვნა ფეხბურთელებისა და ქომაგების კონტაქტის უმთავრესი კომპონენტია,” – ასეთი გახლავთ უეინ რუნის არგუმენტები.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
