2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჰოკეიში მინსკსა და რიგაში 21 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით უნდა გამართულიყო. თუმცა, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ ბელარუსს მასპინძლობის უფლება ჩამოართვა. ტურნირის ჩატარების ადგილი მოგვიანებით დადგინდება.
საერთაშორისო ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება ბელარუსში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო მიიღო. როგორც იცით, მინსკში მიტინგებია – ხალხი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს. საერთაშორისო ფედერაციის აზრით, მინსკი ვერ შეძლებს გუნდების, მაყურებლებისა და ოფიციალური პირების დაცვის უზრუნველყოფას.
ეულად დარჩენილი რიგა გაიძახის, მსოფლიო ჩემპიონატს მარტოც ჩავატარებთო. ასევე მინსკის ნაცვლად მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს სლოვაკურმა ბრატისლავამ და დანიურმა ჰერნინგმა. ვნახოთ რა გადაწყვეტილება მიიღებს საერთაშორისო ფედერაცია.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
