Ronald Koeman says he has 'nothing against' Riqui Puig after Barcelona win - Barca Blaugranes„ბარსელონას“ დამრიგებელმა რონალდ კუმანმა გუნდის ახალგაზრდობასთან დაკავშირებით საკმაოდ მკვეთრი განცხადება გააკეთა.
„იქნებ ვინმეს მოეჩვენა, რომ მე რიკი პუჩის საწინააღმდეგო მაქვს რამე. მე იმ ბიჭებზე ვისაუბრე, რომლებსაც სათამაშო დრო არა აქვთ და ალბათ, მათთვისვე უმჯობესი იქნება, თუ გუნდიდან წავლენ. მე მხოლოდ კარგი მინდა და მუდმივად ვუხსნი ამას,“ – ბრძანა რონალდ კუმანმა.
აქ საუბარი მხოლოდ რიკი პუჩის არ ეხება. წასვლის კანდიდატებს შორის აგრეთვე არიან კონრადი, ფირპო, და მათეუსი.
რა გასაკვირია კუმანის სიხისტე, თუკი ეს უდავოდ ნიჭიერი ბიჭები ჯერ ლიდერებთან კონკურენციაში აშკარად იჩაგრებიან.
ხსენებულმა ოთხეულმა 18 მატჩში ჯამში 474 წუთი დაჰყო მოედანზე. ეს ოთხივეზე 26 წუთია ერთ მატჩში, თითოეულზე კი სულაც 6-წუთნახევარი.