NBA-ს ექსვარსკლავმა პოლ პირსმა განაცხადა, რომ „დალას მავერიქსის“ სლოვენილი თინეიჯერი ლუკა დონჩიჩი სადღეისოდ ლიგის ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელია.
„დონჩიჩისგან საოცრებებს ველი. ვლაპარაკობ ბიჭზე, რომელმაც ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა – წლის საუკეთესო ახალბედიდან MVP დონის მოთამაშემდე. რა თქმა უნდა, ლუკა განსაკუთრებულია და ის ლიგის ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელია“, – განაცხადა პირსმა.
გეტყვით რომ, ტოპ-100 კალათბურთელის რეიტინგში, რომელიც Bleacher Report-მა გამოაქვეყნდა, დონჩიჩმა მესამე ადგილი დაიკავა. სიას სათავეში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი უდგას, ხოლო მეორე ადგილზე „მილუოკი ბაქსის“ ლიდერი და გასული სეზონის MVP იანის ადეტოკუმბო გავიდა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
