იტალიური მედიის მტკიცებით ტურინის „იუვენტუსს“ იანვარში რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, მათ შორის ადრიენ რაბიო. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი იმ არასტაბილური სათამაშო დროით არის უკმაყოფილო, რომელსაც მას ანდრეა პირლო აძლევს.
ფრანგი შუახაზელით ინგლისური კლუბები – „ევერტონი“, „მანჩესტერი“ და „ჩელსი“ არიან დაინტერესებულნი.
იანვარში წასვლის კანდიდატები არიან ასევე ფედერიკო ბერნარდესკი და სამი ხედირა.
ბერნარდესკის გადაბირება რამდენიმე იტალიურ გუნდს სურს და „იუვენტუსიც“ უკმაყოფილო არ დარჩება თუ ფეხბურთელს სარფიანად გაასაღებს.
ხედირასთან დაკავშირებით სიტუაცია განსხვავებულია. გერმანელთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს კონტრაქტის გაწყვეტაზე, რის შემდეგ ფეხბურთელს ნებისმიერ კლუბთან შეეძლება თავისუფალი აგენტის სტატუსით კონტრაქტის გაფორმება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
სიახლეები20/07/2026 | 17:22იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
მთავარი ამბავი19/07/2026 | 21:13ორი ოქრო სარაევოდან
სიახლეები14/07/2026 | 22:24შვიდი წლის მერე…