„ბარსელონამ“ „ვალენსიას“ ვერ აჯობა – 2:2, მაგრამ მესიმ პელეს რეკორდი გაიმეორა და ცხადია, შედეგის გასაუმჯობესებლად მომავალ ტურშივე შეუტევს. პირველი ტაიმის მე-4 კომპენსირებულ წუთზე ანტუან გრიზმანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი მესიმ ცუდად დაარტყა, მაგრამ მეკარისგან უკუგდებულ ბურთზე ისევ მასპინძლებმა იყოჩაღეს და არგენტინელმაც თავურით გაიტანა.
ეს არგენტინელის 643-ე გოლი გამოდგა „ბარსელონას“ მაისურით გატანილი. ამ მაჩვენებლით ის ფეხბურთის მეფეს – პელეს გაუთანაბრდა, რომელსაც „სანტოსში“ ამდენივე ბურთი აქვს შეგდებული.
თავად პელემ მესის ეს მიღწევა სოციალურ ქსელში გულთბილად მიულოცა:
– გილოცავ რეკორდს! უპირველესად კი, ბარსელონაში გატარებულ წლებს. სამწუხაროდ, ერთსა იმავე კლუბში გატარებული წლებით და გატანილი გოლებით, მომავალში ბევრი ფეხბურთელი, ალბათ, ვეღარ დაიკვეხნის. აღფრთოვანებული ვარ შენით, ლეო!
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად