მოკლედ, ასეთი ამბებია: თბილისის „დინამო“ ჩისკო მუნიოსმა დატოვა და მის ნაცვლად გიორგი ნემსაძის დანიშვნაზე ალაპარაკდნენ. შედეგად, გორის „დილა“ უმწვრთნელოდ რჩება. ჰოდა, თავის მხრივ, გორელებიც საქმეს შეუდგნენ.
„დილასთვის“ ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ვარიანტი კახა ჩხეტიანია, რომელიც ამჟამად უმუშევარია და გორელებმაც მასთან აქტიური მოლაპარაკებები წამოიწყეს. მწვრთნელმა, მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.
ჩხეტიანი ახალგაზრდა მწვრთნელია, მისი ტიტულების ნუსხა კი, რომელიც მხოლოდ ქუთაისის „ტორპედოში“ მუშაობისას მოუგია, ასე გამოიყურება: საქართველოს ჩემპიონი (2017); საქართველოს თასი (2016, 2018); საქართველოს სუპერთასი (2018, 2019).
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
სიახლეები12/08/2026 | 21:49ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
