საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ორი გმირობის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეთექსმეტედფინალში შვედურ „როსენბერგს“ უმასპინძლა და 0:7 წააგო.
ანგარიში არცთუ სასიამოვნოა, მაგრამ კიდევ უფრო უარესი იქნებოდა გურულთა მეკარეს, თათია გაბუნიას რომ არ ეყოჩაღა. ლანხჩუთელთა მეკარე ბურთი 21 ჯერ მოიგერია, საიდანაც რამდენიმე მართლაც ურთულესი ასაღები იყო.
სხვა სტატისტიკური მონაცემები უფრო შემაშფოთებელია: შვედებმა კარში 28 ჯერ დაარტყეს, კიდევ 17 მცდელობა მცველებმა მიიღეს თავის თავზე, ხოლო 14-ჯერ ბურთი მიზანს ასცდა. გოლის გატანის სულ 59 (!!!) მცდელობა. პლუს 17 კუთხური. ჩვენების სტატისტიკურ გრაფაში ყველაფერი ნულია…
საპასუხო მატჩი ერთი კვირის შემდეგ შვედეთში გაიმართება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა