დილით, თბილისში რომ დილის 06.30 იქნება, ლოს ანჯელესში გონგი საუკუნის ბრძოლის დაწყებას გვამცნობს.

ორი მობერებული ლეგენდის დაპირისპირება არამხოლოდ საკრივო სამყაროსთვისაა უმნიშვნელოვანესი მოვლენა…

რინგის ერთ კუთხეში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი მაიკ ტაისონი იდგება, მეორე კუთხეში კი როი ჯონსი-უმცროსი, რომელიც 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში იყო მსოფლიოს ჩემპიონი.

Mike Tyson vs. Roy Jones Jr.: Live round-by-round updates - MMA Fightingმაიკი 54 წლისაა და 3 წლით აღემატება მეტოქეს. აწონვამ აჩვენა, რომ 99,8-კილოგრამიანი მაიკი ოდნავ აღემატება როის – 95,25.

მეტოქეების „მზერების დუელმაც“ კლასიკურად ჩაიარა. ყველაფერი მზადაა.

საინტერესო დეტალი: თავიდან შტატის სპორტულმა კომისიამ სანოკაუტე დარტყმები აკრძალა. ეს უფრო „რკინის მაიკს“ ეხებოდა, რომელიც ვარჯიშებზე ისევ ტანკივით გამოიყურებოდა.

გუშინ აკრძალვა მოხსნეს. მაიკი თავის სტიქიაში იქნება, როი ჯონსი კი უფრო ფრთხილ და ტაქტიკურად უზადო კრივს ანიჭებს უპირატესობას. ვნახოთ, ვისი აჯობებს.

წილი
წინა სტატიამეხუთე …
შემდეგი სტატიალამაზი ჟესტი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".