ავსტრალიის მთავრობის მიერ შემოღებული რეგულაციების გამო „დიდი მუზარადის“ საგაისო პირველი ტურნირის, ავსტრალიის ღია პირველობის ჩატარების თარიღი, სავარაუდოდ, გადაიწევს.
თუ ავსტრალიურ მედიას ვენდობით, ჩოგბურთელები მელბურნის კორტებზე თებერვალში ან მარტში გავლენ. არადა, თავდაპირველი ჩატარების ვადები იყო 18-31 იანვარი.
იყო საუბარი, რომ ჩოგბურთელები ავსტრალიაში ახალ წლამდე ორი კვირით ადრე ჩავიდოდნენ, რათა აუცილებელი კარანტინი გაევლოთ, მაგრამ აქ უკვე ქვეყნის მთავრობა „გაჯიუტდა“ და პირდაპირ განაცხადა, რომ ჩოგბურთელებს ავსტრალიაში 2021 წლის იანვრამდე არ შეუშვებდა.
დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები…

ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
