ილიას ზუროსი: ქართულ კალათბურთს ნათელი მომავალი აქვს - popsportსაქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ნოემბერში, ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ტურნირზე ორ მატჩს გამართავს. 28 ნოემბერს ჩვენები ფინეთს შეხვდებიან, ხოლო 30-ში შვეიცარიას.

ილიას ზუროსის გუნდს ორივე მატჩი სტუმრად უნდა ეთამაშა, მაგრამ კორონაპანდემიის გამო ფიბა-ევროპამ სანაკრებო მატჩების „ბაბლის“ სისტემით ჩატარება გადაწყვიტა და ოთხივე გუნდი (საქართველო, სერბეთი, ფინეთი, შვეიცარია) ფინეთში დაბანაკდება.

შეგახსენებთ, რომ ფინეთის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი შვეიცარიაში 69:64 მოიგო, ხოლო შინ სერბეთთან 58:80 დამარცხდა. საქართველო კი, ნოემბრის შეხვედრებს ორი მოგებით ხვდება: საქართველოს ნაკრებმა თბილისში შვეიცარია ოვერტაიმში 96:88 დაამარცხა, ხოლო ბელგრადში სერბეთს 94:90 აჯობა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტი 2022-ზე თამაშის უფლება, როგორც მასპინძელს, დაბევებული აქვს.

ზუროსი მალე ნაკრების კანდიდატებს დაასახელებს. ჯერ კი, მხოლოდ ფინელთა გაფართოებული შემადგენლობაა ცნობილი, რომელთა შორის იმყოფება „ჩიკაგო ბულსის“ ფორვარდი ლაური მარკანენი.

აღსანიშნავია, რომ ფინელებს 2004 წლის შემდეგ მწვრთნელი არ შეუცვლიათ და დღესაც გერმანელი სპეციალისტი ჰენრიკ დეტმანი ხელმძღვანელობს.

ლაური მარკანენი 4-6 კვირას გამოტოვებს - 1TV