
ცუდი ამბავი საქართველოს ნაკრებიდან. ჩრდილოეთ მაკედონიასთან 12 ნოემბრის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ეროვნულ გუნდს გამოაკლდნენ ხვიჩა კვარცხელია და ლევან შენგელია. დღევანდელი კოვიდ-ტესტებისას ორივე ფეხბურთელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და ისინი იზოლაციაში გადავიდნენ… აქვე, უცვლელად გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას:
„საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მისაღებად მზადებას განაგრძობს. საქართველოს ნაკრებმა უახლოესი მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრება 29 ფეხბურთელის შემადგენლობით თბილისში, 9 ნოემბრიდან დაიწყო.
საწვრთნელ შეკრებამდე, ფეხბურთელებისთვის ჩატარებულმა COVID19-ის ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და გუნდმა ვარჯიში პროტოკოლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად დაიწყო. უეფას პროტოკოლის თანახმად, ოფიციალურ მატჩამდე ორი დღით ადრე (10 ნოემბერს) როგორც ფეხბურთელების, ისე გუნდთან დაკავშირებული ოფიციალური პირების სავალადებულო ტესტირება მოხდა. აღნიშნული ტესტების შედეგი, პროტოკოლის შესაბამისად, მიეწოდება ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს.
10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე დადებითი პასუხი აჩვენა. ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას განმეორებითი ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე, 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართი მატჩებისთვის მზადებას 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს“.
ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი01/06/2026 | 20:21მე-11 ოლქში ვაზი და კვარა ზეიმობდნენ!
სარბიელი26/12/2025 | 17:05კვარა მინუს 1
კატეგორიის გარეშე25/12/2025 | 17:2226 დეკემბერი, 21.00 საათი – ვინ გახდება 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?
კატეგორიის გარეშე16/10/2025 | 22:55
