დიდი ფეხბურთის სათამაშოდ მხოლოდ ნიჭი არ კმარა. არც შრომისმოყვარეობაა საკმარისი. კიდევ რაღაც არის საჭირო, რაც მაგარ ფეხბურთელს მაგარ კაცად აქცევს.
ხვიჩა კვაეაცხელიას ტალანტზე დღეს ყველა მსჯელობს, ვისაც არ ეზარება და ერთი ხანობა იმის საფრთხეც იყო, ვარსკვლავური სენი არ შეყროდა. თქვენც არ მომიკვდეთ!
ამ ყმაწვილმა ბიჭმა ერთი საქციელით მეტოქე ფეხბურთელების და ქომაგების გული ერთბაშად მოიგო. ტულის „არსენალთან“ შეხვედრის პირველ ტაიმში ხვიჩა მეტოქის საჯარიმოში დაეცა. პენალტის თვალსაზრისით ეპიზოდი საორჭოფო იყო, მაგრამ ვიდრე მსაჯმა რეაგირება მოახდინა, ქართველი წამოდგა და უთხრა, დარღვევა არ ყოფილაო.
მეტოქე ფეხბურთელებისა და ფანების ოვაცია ფეარ-ფლეის საუკეთესო პრიზია. შედეგს რაც შეეხება, ხვიჩას „რუბინმა“ 3:1 მოიგო, ქართველმა კი მესამე გოლისას ბაკაევს შედეგიანად უპასა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
