ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლოს 25 თებერვალს მოიგო და ეს დუბაის ტურნირზე ლატვიელ რიკარდას ბერანკისთან მოხდა. მას შემდეგ ჩვენებურმა ზედიზედ 11 მატჩი წააგო, აქედან რვა – სეტის მოუგებლად.
ბასილაშვილს ბოლო თამაში ვენის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში სლოვაკ ნორბერტ გომბოსთან ჰქონდა, რომელიც რეიტინგში 104-ე ჩოგანია. ქართველი კი იქაც ორ სეტში დამარცხდა – 6:7, 2:6 დამარცხდა.ნიკამ პირველ სეტში მეტოქე დააბრეიკა და 3:1 დაწინაურდა, მაგრამ თავისი მოწოდებაც მალევე წააგო და, საბოლოოდ, ტაი ბრეიკზე 2:7 დათმო.
ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ჩვენიანმა მეტოქეს ვერც მეორე სეტში გაუწია ღირსეული წინააღმდეგობა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
