2019-20 წლების უეფას საკლუბო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევი რობერტ ლევანდოვსკი გახდა. პოლონელმა პრიზისთვის ბრძოლაში თანაგუნდელ მანუელ ნოიერსა და „მანჩესტერ სიტის“ შემტევ კევინ დე ბრუინს აჯობა.
ამ გამოკითხვაში, ტრადიციულად, სარბიელიც იღებდა მონაწილეობას. ქართულ მხარეს დავით კაკაბაძე წარმოადგენდა.
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ლონდონის „ჩელსის“ თავდასხმელი პერნილ ჰარდერი გახდა.
სხვა ნომინაციები ასე გადანაწილდა:
საუკეთესო მეკარეები:
მანუელ ნოიერი („ბაიერნი“); სარა ბუადი („ლიონი“);
საუკეთესო მცველები:
ჯოშუა კიმიხი („ბაიერნი“); ვენდი რენარი („ლიონი“);
საუკეთესო ნახევარმცველები:
კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“); ჯენიფერ მაროზანი („ლიონი“);
საუკეთესო თავდამსხმელები:
რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“); პერნილ ჰარდერი („ჩელსი“);
საუკეთესო მწვრთნელები:
ჰანსი ფლიკი („ბაიერნი“); ჟან-ლუკ ვასო („ლიონი“);
რაც შეეხება ჯგუფებს: ყველაზე მხიარული და საინტერესო იქნება „ლივერპული“, „აიაქსი“, „ატალანტა“, „მიდტიულანდის“ კამპანია. მერსისაიდული გუნდი აშაკარა ფავორიტია, მაგრამ „აიაქსთან“ და „ატალანტასთან“ იოლი მატჩები ნამდვილად არ ექნება. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ ოთხივე გუნდის შემტევ პოტენციალს, ამ ჯგუფში ყველაზე მეტი გოლი გავა – თანაც, ჩემპიონთა ლიგის ისტორიის მანძილზე.
ასევე საინტერესო იქნება „პარი სენ-სენჟერმენი, „მანჩესტერი“, „ლაიფციგი“, „ბაშაქშეჰირის“ ოთხეული.
ჰო, კიდევ ერთი მთავარი ინტრიგა: ერთ ჯგუფშია ლეო მესი და კრიშტიანუ რონლდუ. ამავე ჯგუფშია ლაშა დვალი და მისი „ფერენცვაროში“ – ქართველს საუკეთესოების წინააღმდეგ მოუწევს თამაში.
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩები 20-21 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო ჯგუფური ტურნირი 8-9 დეკემბერს დასრულდება. რაც შეეხება ფინალს, 29 მაისს, სტამბოლში, „ათა თურქზე“ გაიმართება.