
არგენტინელ თავდამსხმელ ერნან კრესპოს, რომელიც 45 წლისაა და „დეფენსა ი ხუსტიციას” მწვრთნელი გახლავთ, ლეო მესისთან ერთად ნაკრების შემადგენლობაში უთამაშია. პირველი უკვე ვეტერანი იყო, მეორე კი ამომავალი ვარსკვლავი. ისინი 2004-07 წლებში გადაიკვეთნენ. შემდეგ, მესი სუპერვარსკვლავად ჩამოყალიბდა, კრესპო კი ჯერ ნაკრებიდან, ხოლო შემდეგ აქტიური სპორტიდან წავიდა და შორიდან შეჰხაროდა თანამემამულის წარმატებას.
TyC Sports-თან ინტერვიუში კრესპომ ბევრ სხვა საკითხთან ერთად მესის ბოლოდროინდელ თავგადასავალზეც ილაპარაკა. რა შეხსენება უნდა, რომ მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი „ბარსელონადან” წასვლას ცდილობდა, კატალონიურ კლუბს ოფიციალური განცხადებითაც მიმართა, მაგრამ კლუბის იურისტებმა გამოძებნეს ფორმალური მიზეზი და 33 წლის ვარსკვლავი არ გაუშვეს.
კრესპომ მესისა და „ბარსელონას” დავაზე ასე თქვა: „ასეთ სიტუაციებში პროფესიონალი მრჩეველია საჭწირო. ხორხე მესის დიდი პატივისცემის მიუხედავად, მოლაპარაკებებზე მამის მისვლა და იურისტის მისვლა ერთი და იგივე არ არის”.
მოგეხსენებათ, ლეო მესის მამა ხორხე ვაჟის ოფიციალური წარმომადგენელია და „ბარსელონას” პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუსთან მოსალაპარაკებლად არგენტინიდან ესპანეთში სწორედ ის ჩაფრინდა. შედეგი ცნობილია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
