წესი წესია

Home აქეთურ-იქითური წესი წესია
წესი წესია

Carreno Busta in shock at Djokovic defaultესპანელი ჩოგბურთელი პაბლო კარენო-ბუსტა US OPEN-ის ნახევარფინალშია და გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება. მეოთხედფინალში ესპანელმა მძიმე ბრძოლა გადაიტანა დენის შაპოვალოვთან და ხუთსეტიან ჩოგნაობაში დაამარცხა – 3:6, 7:6, 7:6, 0:6, 6:3.

თუმცა, მისი მეოთხედფინალში გასვლაც კი, იღბალზე იყო დამოკიდებული. როგორც იცით, შაპოვალოვთან თამაშის უფლება თითქმის უბრძოლველად მოიპოვა – მისი მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირიდან დისკვალიფიცირებული იქნა. სერბმა სპორტსმენმა ბურთი მსაჯს გაარტყა და…

„ეს მძიმე მომენტი იყო ჩემთვის, ჯოკოვიჩისთვის, ჩოგბურთისთვის და ყველასთვის. ასე არ არის?! თუმცა, წესი წესია და მსაჯიც სწორად მოიქცა. ის, რომ ნოვაკმა ხაზის მსაჯს ბურთი გაარტყა, უბრალოდ, უბედური შემთხვევაა, მაგრამ უნდა ეცადო, ეს არ მოხდეს“, – ასეთი კომენტარი გააკეთა კარენო-ბუსტამ ინციდენტზე.

Novak Djokovic 'sad and empty' after US Open disqualification - Eurosport

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.