ესპანეთის ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. საუბარია მცველებზე…
რამოსმა უკრაინის ნაკრებთან (4:0) მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. შედეგად, ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობა 23-მდე გაზარდა და არგენტინელ დანიელ პასარელას (22 გოლი) გადაასწრო.
გარდა ამისა, რამოსი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში გატანილი გოლებით მერვე ადგილზე – მცველი ლეგენდარულ ალფრედო დი სტეფანოს დაეწია. მის წინ არიან ემილიო ბუტრაგენიო (26), ფერნანდო მორიენტესი (27), ფერნანდო იერო (29), დავიდ სილვა (35), ფერნანდო ტორესი (38), რაული (44) და დავიდ ვილია (59).
ეს სანაკრებო დონეზე. რაც შეეხება ლა ლიგას, იქ რამოსი ყველაზე შედეგიანი მცველია.