იმ დღეს, როდესაც სან სებასტიანის „რეალ სოსიედადმა” დავიდ სილვა ოფიციალურად გამოაცხადა თავის ფეხბურთელად, ვეტერანს კორონავირუსი დაუდგინდა.
„მანჩესტერ სიტის” აწ უკვე ლეგენდა ბასკეთის გუნდში თვისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
ორშაბათს, 34 წლის ვარსკვლავმა „სოსიედადის” მაისური „ანოეტას” სტადიონზე საჯაროდ მოირგო და წარდგინებაც შედგა, თუმცა, რამდენიმე საათში კლუბმა „ტვიტერის” გვერდზე გამოაცხადა, რომ მას covid 19 სჭირს.
პრემიერლიგის ოთხგზის ჩემპიონის დაავადება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და ამიტომ ის თვითიზოლაციაში გაუშვეს.
„ტვიტერზე” დადებულ განცხადებაში წერია, რომ სილვა 12 სექტემბერს ვალიადოლიდში „სოსიედადის” პირველ შეხვედრას გამოსტოვებს.
ესპანური ამბებიდან აგრეთვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „იუვენტუსიდან” „ბარსელონაში” მიმავალი 30 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩს ასევე დაუდგინეს covid 19.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
