დე ბრუინს ვერ დაუკარგეს

Home კატეგორიის გარეშე დე ბრუინს ვერ დაუკარგეს
დე ბრუინს ვერ დაუკარგეს
რა გინდა რომ ჰქნა? 29 წლის ბელგიელმა კევინ დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტიში“ დიდებული სეზონი ჩაატარა და ინგლისურ პრემიერლიგაში წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. არადა, გუნდმა ვერც იჩემპიონა და ჩემპიონთა ლიგაშიც შერცხვა.
საქმე 35 შეხვედრაში გატანილ 13 გოლსა და 20 საგოლე გადაცემაში როდია – შემტევი ნახევარმცველი „სიტის“ მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. საუკეთესოს ტიტულისთვის ბრძოლაში კევინმა უკან სეზონის ტრიუმფატორი ლივერპულელები – ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი, სადიო მანე და ჯორდან ჰენდერსონი მოიტოვა.
ამათ გარდა კანდიდატები დანი ინგზი (საუთჰემპტონი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი) და ნიკ პოუპი (ბარნლი) იყვნენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად წლეულს იურგენ კლოპი აღიარეს.
Кевин Де Брюйне: "С Роналду моё количество пасов было бы ...

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".