რა გინდა რომ ჰქნა? 29 წლის ბელგიელმა კევინ დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტიში“ დიდებული სეზონი ჩაატარა და ინგლისურ პრემიერლიგაში წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. არადა, გუნდმა ვერც იჩემპიონა და ჩემპიონთა ლიგაშიც შერცხვა. საქმე 35 შეხვედრაში გატანილ 13 გოლსა და 20 საგოლე გადაცემაში როდია – შემტევი ნახევარმცველი „სიტის“ მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. საუკეთესოს ტიტულისთვის ბრძოლაში კევინმა უკან სეზონის...
