პსჟ-ის სამი წუთი

Home კატეგორიის გარეშე პსჟ-ის სამი წუთი
პსჟ-ის სამი წუთი
Champions League: Last-gasp PSG beats Atalanta to reach semis ...ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად ფრანგულმა პსჟ-მა შეაბიჯა. იძულებით შეცვლილი ფორმატის გამო მეოთხედფინალები ერთმატჩიანია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამ ყველაფრამდე კი ლისაბონის „და ლუჟზე“ წუხელ სულ 3 წუთი იყო დარჩენილი…
მშვენიერი „ატალანტას“ მოგება სულაც არ იქნებოდა სენსაცია და პაშალიჩის გოლით კინაღამ გავიდა ნახევარფინალში, მაგრამ…
მატჩის გმირი ნეიმარი გახდა, რომელმაც მარკინიოსს გამთანაბრებელი გოლისას უპასა, მერე კი ჩუპო-მოტინგმა უკვე შამპანურმომარჯვებული ბერგამოელები დაადუმა.
პსჟ-მა პირველმა შეაბიჯა ნახევარფინალში, ნეიმარმა კი ლეო მესის 12 წლის წინანდელი რეკორდი გაიმეორა – ერთ სალიგო მატჩში 16-ჯერ მეტოქე სხვას არავის მოუტყუებია. ამას გარდა, ნეიმარზე 9-ჯერ დაჯარიმდნენ, რაც ლიგის მიმდინარე გათამაშების რეკორდია.
PSG produce late comeback to beat AtalantaSport — The Guardian ...

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".